პროექტი ელექტრონული პარტია
- მირიანაშვილი ირაკლი
- ადმინისტრატორი
- პოსტები: 26
- რეგისტრაციის თარიღი: 25 იან 2017, 20:54
- მდებარეობა: თბილისი
- მოიწონა: 4
- მოწონებულია: 2
- კონტაქტი:
პროექტი ელექტრონული პარტია
აქ შეიძლება წარვადგინოთ ჩვენი პროექტები. მიმაგრებულ ფაილშია დოკუმენტი.
- მიმაგრებული ფაილები
-
- UNM_Open_PlatformRev8.rar
- (31.25 კიბ) ჩამოტვირთულია 15-ჯერ
დიდება საქართველოს! თავისუფლება მიშას! Слава Україні!
| Link: | |
| ბმულის დამალვა |
- მირიანაშვილი ირაკლი
- ადმინისტრატორი
- პოსტები: 26
- რეგისტრაციის თარიღი: 25 იან 2017, 20:54
- მდებარეობა: თბილისი
- მოიწონა: 4
- მოწონებულია: 2
- კონტაქტი:
პროექტი ელექტრონული პარტია
რუსული რეჟიმის დასასრულებლად საჭიროა მასთან რეალური ბრძოლა. ეფექტური და შედეგიანი ბრძოლისთვის კი საჭიროა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების გაერთიანება, მობილიზება და ორგანიზება.
ამ ამოცანის შესრულება არ შეუძლია არაპოლიტიკურ გაერთიანებას და უბრალოდ, არაორგანიზებულ ხალხს. ასეთი ამოცანის გადასაჭრელად საჭიროა პოლიტიკური პარტია.
ეს პარტია აუცილებლად უნდა იყოს რეალურად დემოკრატიული, რადგან მხოლოდ დემოკრატიული პარტია მიიღებს ხალხის ნდობის ყველაზე მაღალ ხარისხს და ყველაზე ეფექტურად გამოიყენებს ხალხის ენერგიას, ცოდნასა და ნიჭს.
მხოლოდ დემოკრატიულ პარტიას ძალუძს ავტორიტარული სისტემის დამარცხება. ამისათვის ის დროულად დაორგანიზდება და იმოქმედებს ისე, როგორც მოითხოვს არსებული სიტუაცია.
ამაზე უკვე წლებია, საუბრობს მიხეილ სააკაშვილი. დროა, დავუჯეროთ და ვიმოქმედოთ მისი რჩევების შესაბამისად. ენმ-ს გააჩნია საუკეთესო ბაზა ასეთი პარტიის შესაქმნელად, რადგან ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი და ეს მხარდამჭერები წარმოადგენენ საზოგადოების ყველაზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ნაწილს. ასევე ამ პარტიაში და მის მხარდამჭერებში არის ყველაზე მეტი ადამიანი სახელმწიფო მართვისა და ოპოზიციური ბრძოლის გამოცდილებით.
ენმ-სა და პირადად სააკაშვილს მხარს უჭერს ემიგრაციის უმრავლესობა. სააკაშვილის ნამდვილი მხარდამჭერები არიან იდეალისტები, ფულზე არ იყიდებიან.
ნაციონალურმა მოძრაობამ მოახდინა პარტიული რეფორმების პრეზენტაცია და ამ საკითხზე უკვე მუშაობს. თუმცა მთავარი კომპონენტი - ბლოკ ჩეინზე აწყობილი აპლიკაცია ჯერ არ აქვს.
თუ დაინტერესდებით ამ საკითხით, გაიგებთ რომ ასეთი პროგრამა საკმაოდ ძვირია და მის შექმნას დიდი დრო სჭირდება. საუბარია, როგორც მინიმუმ, ათობით ათას დოლარზე და რამდენიმე თვეზე.
რაც უფრო მეტი დრო გადის, რეჟიმი აძლიერებს დიქტატურას და შეიძლება იმ სიტუაციამდე მივიდეთ, რომ რეფორმის ჩატარება შეუძლებელი გახდეს. დროს დაკარგვა დაუშვებელია.
ამიტომ, სანამ შეიქმნება ბლოკ ჩეინის პროგრამა, შეიძლება უფრო მარტივი საშუალების გამოყენება. მე ვთავაზობ პარტიას და პარტიის მხარდამჭერებს ფორუმი PHPBB3-ის ბაზაზე შექმნილ საიტს, სადაც არის ყველა საშუალება ადამიანების ორგანიზებისათვის, დისკუსიებისათვის, გამოკითხვებისა და არჩევნებისათვის. ის უკვე არსებობს და უფასოა. უკვე დღეს შეიძლება მისი გამოყენება. უკვე დღეს შეიძლება არჩევნების ჩატარება პარტიაში და აგრეთვე ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციებში. უკვე დღეს შეიძლება გამოკითხვების ჩატარება მხარდამჭერებში. და ამაში შეიძლება ჩაერთოს ემიგრაციაც. ყველა იმ მინუსის ნეიტრალიზება, რაც აქვს ბლოკ ჩეინთან შედარებით, შესაძლებელია ხალხის ფართო ჩართულობით.
ამ საიტის დახმარებით შეიძლება უფრო სწრაფად შეგროვდეს თანხა ბლოკ ჩეინის აპლიკაციისთვის.
საიტის ძირითადი შესაძლებლობები:
1. მომხმარებელთა როლები და წვდომის კონტროლი. საიტზე დანერგილია იერარქიული როლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებას.
ეს როლებია:
ა) მომხმარებელი - საჯარო ინფორმაციის ნახვის შესაძლებლობა, დისკუსიაში ჩართულობა;
ბ) პარტიის მხარდამჭერი - წვდომა ზოგად სადისკუსიო სივრცეებსა და ღია ინიციატივებზე, გამოკითხვებში მონაწილეობა;
გ) პარტიის წევრი - მონაწილეობა შიდაპარტიულ განხილვებში, წვდომა დახურულ სამუშაო განყოფილებებსა და არჩევნებში.
2. შიდა არჩევნებისა და გამოკითხვების შესაძლებლობები.
პლატფორმაზე არსებული გაფართოებული ხმის მიცემის სისტემა სრულად აკმაყოფილებს დემოკრატიული მართვისა და შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნებს:
ღია და დახურული გამოკითხვები;
ა) ღია კენჭისყრა - ყველას შეუძლია ნახოს, თუ ვინ მისცა ხმა კონკრეტულ პუნქტს (უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამჭვირვალობას);
ბ) დახურული (ფარული) კენჭისყრა - ხმების შედეგები ანონიმურია, რაც იცავს ამომრჩევლის ნებას;
გ) დროის მკაცრი კონტროლი - შესაძლებელია, კენჭისყრის ზუსტი დაწყებისა და დასრულების თარიღისა და დროის წინასწარი განსაზღვრა. სისტემა ავტომატურად ხურავს ხმის მიცემას ვადის ამოწურვისას;
დ) უვადო (მუდმივი) გამოკითხვები - იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას გამოკითხვა, რომელსაც არ აქვს დასრულების ვადა და აქტიური იქნება საჭიროებისამებრ;
ვ) სარეიტინგო და მრავალპუნქტიანი ხმის მიცემა - შესაძლებელია პარამეტრის მითითება, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია ხმა მისცეს ერთდროულად რამდენიმე ვარიანტს (მაგალითად, აირჩიოს პრიორიტეტული 3 ვარიანტი სიიდან).
ე) არჩევნების ან გამოკითხვის შედეგების ნახვა შეიძლება ონლაინ და ასევე შეიძლება დამალო სანამ არ დასრულდება ხმის მიცემის ვადა.
საიტის გამოყენება შეიძლება კომპიუტერით და სმარტფონით. რეგისტრაცია ძალიან მარტივია.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და თავად დატესტოთ: https://unm.service-website.org/
რა თქმა უნდა თუ ენმ გადაწყვეტს ამ პლატფორმის გამოყენებას ის უნდა განთავსდეს ენმ-ს დომენზე.
დემოკრატიზაცია შეიძლება დღესვე დაიწყოს. საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება.